უკრაინა

კორუფციული სკანდალის ცენტრში მყოფი უკრაინელი ბიზნესმენი ბრალდებას "მანიპულაციურს" უწოდებს

ტიმურ მინდიჩი, უკრაინსკა პრავდას მიერ გადაღებულ ფოტოში  

უკრაინელმა ბიზნესმენმა, რომელიც ბოლო დროის ანტიკორუფციული გამოძიების სკანდალის ცენტრალური ფიგურაა, Українська правда-ს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ისრაელიდან უკრაინაში დაბრუნებას არ აპირებს, ბრალდებებს კი "მანიპულაციური" უწოდა.

მინდიჩს ისრაელში შეხვდა УП-ს ჟურნალისტი, მიხაილო ტკაჩი რომელიც მას ეძებდა. ტკაჩის თქმით, მასთან საუბარში მინდიჩმა ბრალდებებს "მანიპულაციური" უწოდა, საუბრიდან კი ჩანდა, რომ მისთვის ისრაელის მოქალაქეობას ხელსაყრელია და უკრაინაში ჩვენების მისაცემად დაბრუნებას არ აპირებს.

УП-ს სრული ინტერვიუ ამ კვირაში გამოქვეყნდება.


11 ნოემბერს, უკრაინის უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს გამოძიება კორუფციის მასშტაბურ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სფეროში მოქმედებდა. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.

უკრაინაში მიმდინარე კორუფციული სკანდალი – რა ვიცით ამ დროისთვის

НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.

სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.

ზელენსკიმ კორუფციაში გახვეული ყოფილი ბიზნესპარტნიორი და კიდევ ერთი ბიზნესმენი დაასანქცირა

სქემაში ფიგურირებდა უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო. ჰალუშჩენკო აქამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო. ის ამ სფეროში გავლენას ინარჩუნებდა სვეტლანა ჰრინჩუკის დახმარებით, რომელმაც ჰალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა. ორივე მინისტრი სკანდალური გამოძიების დეტალების გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 28 ნოემბერს ჩხრეკა ჩაატარა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის სახლშიც, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ერმაკი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად მოიაზრებოდა.

ზელენსკის ნახევარსაათიანი ისტერიკა მოუწყო – УП ერმაკის გათავისუფლების დეტალებზე წერს

 

კომენტარები