ქართული ოცნების პოლიტიკა

მახაშვილი: პროკურატურა და სუსი არის მოწოდების სიმაღლეზე

მე ვერ გეტყვით, თავად კითხეთ რა იცოდა ბატონმა ბიძინამ და რა არ იცოდა. ერთადერთი, რაც ვიცი არის ის, რომ როდესაც შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს შესაბამისი მტკიცებულებები, ამაზე პროცესები დაიძრა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც ალბათ იქნება საბოლოო ჯამში მიღებული.

(…)პროკურატურაც, სუსიც და ყველა პრინციპში, არის მოწოდების სიმაღლეზე, აკეთებს თავის საქმეს კორფუციასთან ბრძოლა იქნება თუ სხვა. დანარჩენი ყველა პირს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიციები განმარტოს სასამართლოს წინაშე.

(…)ყოველდღიურ რეჟიმში სასამართლო ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის ქაღალდზე დაწერილი რამდენიმე სიტყვა, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები და დამოკიდებულება ამ პროცესზე.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები