ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება

პაპუაშვილი: იქნება ვიზის საჭიროება? – ავიღებთ

მთავარი მუქარა იყო, რომ დიპლომატიურ პასპორტებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ეს გადაწყვეტილება ვიცოდით, რომ მიიღეს კარგა ხნით ადრე და უკვე შეჩერებული არის, ვიზას იღებენ ის პირები, ვისაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები.

მეც, როცა გახლდით ვიზიტით ბულგარეთში, ავიღე ვიზა. ისევე როგორც ვიზა ავიღე, როცა ბრიტანეთში, ირლანდიაში წავედი ვიზიტით. ესაა მთელი პრობლემა, ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს, როგორც წყევლას, რომ წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება, ანუ დაწყევლილები ვართ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, აშშ-სგან, თუ რა ხდება? არის ვიზის საჭიროება? - ავიღებთ ვიზას.

ვისაც სჭირდება რომელიმე ქვეყანაში წასვლა, აქვს ამის საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება არასდროს.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სავარაუდო გაუქმების შესახებ.

კომენტარები