თუ თავის დროზე პოლიტიკურად იყო, უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს რეალურად ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობა.
რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია და მოსახლეობის ინტერესებშია, რომ გვქონდეს კომფორტი და არ შეექმნას დისკომფორტი ვიზის რიგში დგომით და ა.შ.
მაგრამ, იმდენად გაცვითეს ყველა შანტაჟის ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია "ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება" არ აქვს არავითარი შანტაჟის ძალა.
თვითონაც კარგად ხვდებიან (იმედია, მაგას მაინც ხვდებიან), რომ ვერც ამ ბოლო შანტაჟის ინსტრუმენტით, ვერ გამოიწვევენ რევოლუციას ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია.
ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ ისინი არაპრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
თეორიულად ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, რევოლუციას მაინც ვერ გამოიწვევენ და საბოლოო ჯამში, ის ბოლო ინსტრუმენტიც დაეკარგებათ, რაც აქვთ შემორჩენილი შანტაჟისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ.





