ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება

შენგენთან უვიზო მიმოსვლის პოტენციურ დანაკარგზე პასუხისმგებლობა "ოცნებას” აკისრია - ALDE

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) შენგენთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ამის შესახებ მათ X-ზე დაწერეს.

"თითქმის 300 დღეა ქართველი ხალხი ქუჩაში აპროტესტებს მათი დემოკრატიული და ევროპული კურსიდან გადახვევას. ამ შაბათს კიდევ უფრო დიდი პროტესტია დაგეგმილი, რათა საკუთარი ხმა გააგონონ შენგენთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვაზე.

ქართველებისთვის შენგენის სივრცეზე უვიზო წვდომა არა მხოლოდ უკეთესი სერვისებზე წვდომა და შესაძლებლობებია, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის ევროპულ გზაზე. ამ პოტენციურ დანაკარგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ ოცნებას აკისრია. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში!" - ნათქვამია პოსტში.

კომენტარები