რუსული რეჟიმი

პარტიის ოფისთან, პოლიციამ გიგა ლემონჯავა გააჩერა და ზედაპირულად დაათვალიერა

კადრი ვიდეოდან/TV ფორმულა

პარტია დროას ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციამ გააჩერა, პოლიციელების თქმით, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე ზედაპირულად დაათვალიერეს ლემონჯავა, მისი მაქანა და თანმხლები პირები.

"ზედაპირულად დაგათვალიერეთ, არ გაქვთ არაფერი კანონსაწინააღმდეგო, შეგიძლიათ მიბრძანდეთ" - უთხრა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლმა მათ.

"დროას ოფისში ვიყავი, რომელზეც სუს-სა და შსს-ს ალყა აქვს შემორტყმული, 2 ადამიანი, ვინც ჩვენი ოფისიდან გავიდა დააკავეს, ნოდარ ჩაჩანიძე და კიდევ ერთი აქტივისტი, სტუდენტი. ადამიანებს აკავებენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ჩემი აზრით, ეს უკავშირდება კალაძის მიერ ნაძვის ხის ანთების საზეიმ ცერემონიას და ეშინიათ, რომ აქტივისტები არ მივიდნენ იქ. [...]

რას ეძებდნენ ისიც არ ვიცი, ავტომობილი გაჩხრიკეს, ზედაპირული დათვალიერება ჩაატარეს, [გვითხვრეს] ეჭვის საფუძველზეო, სხვა ადამიანებიც, ვინც ჩემთან ერთად იყო, მანქანაც დააკავეს, მას შემდეგ, რაც მედია მოვიდა თქვეს, რომ დასრულებულია ეს ღონისძიება". - თქვა ლემონჯავამ TV პირველთან.

ცნობისთვის, აქციების მონაწილე, აჩი გოჩიტაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს, ის ნოდარ ჩაჩანიძესთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოჩიტაშვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, პარტია ახალის წევრის, ნოდარ ჩაჩანიძის დაკავების შესახებაც, რომელიც ამ დროისთვის არ დასტურდება, ჩაჩანიძეს ვერ უკავშირდებიან.

იქამდე, რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, დააკავეს ნენე გაბლაიაც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამენ აქციების მონაწილეს სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის ავტომობილში.

კომენტარები