რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 დეკემბერს, ივანოვოს ოლქში, სატესტო ფრენის დროს, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-22 ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი დაუსახლებელი ადგილას ჩამოვარდა. მათი თქმით, შემთხვევის ადგილას სამძებრო-სამაშველო ჯგუფი უკვე გაგზავნილია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ხომალდმა დაშლა ჰაერშივე დაიწყო და მისი ნამსხვრევები ივანკოვოს სოფელთან ახლოს მდებარე წყალსაცავში ჩავარდა.
Ан-22 ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი იყო.





