რუსეთისა და NATO-ს ომი გარდაუვალია. საკითხავია როდის. NATO-ს ბლოკი არ შეჩერდება იქამდე, სანამ ჩვენ პირდაპირ არ შევერკინებით. ეს მოხდება. ეს წმინდა წერილში წერია. ამ წმინდა წერილებიდან ვიცით, რომ იქნება მოვლენები, როცა თითქმის მთელ მსოფლიოს შევეჯახებით. ეს ჩვენთვის სიახლე არაა. აი, რატომ ვამზადებთ თავს ამ ომისთვის. აი, რატომ არ შეუძლია NATO-ს ბლოკს წინააღმდეგობა. თუ თავს არ დაგვანებებენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. მე გავიმეორებ პუტინის სიტყვებს. ძალიან მომწონს ეს სიტყვები: "რაში გვჭირდება მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ არსებობს".
tbl.ge/7e0f
დაკოპირდა

თქვა რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილემ, აპტი ალაუდინოვმა პუტინისტი ნიკოლოზ მჟავანაძისთვის მიცემულ ინტერვიუში. ალაუდინოვის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ "იბრძვის დიფ სთეითი, რომელშიც შედიან ამერიკელი და ევროპელი ოლიგარქები". ის ირწმუნება, რომ მათ რუსეთის სახელმწიფოს განადგურება და მათი რესურსების მითვისება სურთ.
ამავე თემაზე
- ლუფტვაფეს მეთაური რუსეთს გამანადგურებელი დარტყმებით ემუქრება, თუ NATO-ს თავს დაესხმებიან
- შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-სა და Су-34-ს ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს
- ზახაროვა: NATO-ს ბალკანეთის კონტროლი და რუსეთ-სერბეთის მტკიცე კავშირის გაწყვეტა სურს
- ჰილის თქმით, UK-მ საკუთარ წყლებში რუსული წყალქვეშა ნავების შესაკავებლად ძალები გაგზავნა
- სტოლტენბერგი: რუსეთთან ბუფერული ზონების განხილვას ვემხრობოდი, ლავროვს ეს არ აინტერესებდა




