გამოცდილი რუსი ასტრონავტი, ოლეგ არტემიევი გაათავისუფლეს SpaceX-ის Crew-12-ის მისიიდან, რომლის დაწყებაც 2026 წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი. Roscosmos-ის ოფიციალური ინფორმაციით, არტემიევის გათავისუფლება სამსახურის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. მას კიდევ ერთი რუსი ასტრონავტი, ანდრეი ფედიაევი ჩაანაცვლებს.
თუმცა, ერთი დღით ადრე, Telegram არხზე, სახელწოდებით "Юра, прости" ანალიტიკოსი გეორგი ტრიშკინი ამბობდა, რომ არტემიევმა SpaceX-ის ძრავებს და სხვა ნაწილებს, რომლებიც ექსპორტზე არ გადის, ფოტოები გადაუღო და კოსმოსური ბაზის ტერიტორიიდან გაიტანა. ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსი ასტრონავტი აშშ-დან გაძევებულია.
ცნობისთვის, არტემიევს რუსეთის ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული. მას კოსმოსში სამჯერ გაფრენის შედეგად ჯამში 560 დღე აქვს გატარებული. 2019 წელს კი ის რუსეთის დუმას წევრი გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის Единая Россия-ს პარტიიდან.
Crew-12-ის მისია NASA-ს და Roscosmos-ს შორის კოსმოსური ხომალდების გაცვლითი პროგრამის ნაწილია, რომლის მიხედვით ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში რუსული ხომალდით, ხოლო რუსი ასტრონავტები ამერიკული ხომალდით გაფრინდებიან.





