რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შმიგალი: უკრაინა გერმანიისგან საბრძოლო მასალისთვის რეკორდულ €11.5 მილიარდს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან არტილერიის, დრონების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისთვის რეკორდულ 11.5 მილიარდ ევროს მიიღებს.

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ 2026 წლისთვის ფედერალური ბიუჯეტი დაამტკიცა. ეს დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად.

მადლიერი ვარ გერმანიის პარლამენტის, მთავრობის, განსაკუთრებით ჩემი კოლეგა ბორის პისტორიუსის და მთელი გერმანელი ხალხის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის.

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, დენის შმიგალი სოციალურ ქსელში.

კომენტარები