სომხეთი-რუსეთი

სიმონიანის თქმით, სომხეთი CSTO-ს ორგანიზაციიდან "დე-ფაქტო" გამოსულია

ალენ სიმონიანი

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ერთობლივი უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთი დე-ფაქტო გამოსულია.  

"ჩვენ დე-ფაქტო დავტოვეთ [ორგანიზაცია], დანარჩენი კი ჩვენს პოლიტიკურ პრაგმატულობასა და მოლაპარაკებებს მიანდეთ." - თქვა სპიკერმა.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს გადაწყვეტილება მანამდე მიღებული არ ჰქონდა, ორი დღით ადრე, 25 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ბიშკეკში გამართულ სამიტს სომხეთის დელეგაცია არ დაესწრებოდა. 

ამასთან დაკავშირებით სიმონიანმა თქვა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბიშკეკში გამართულ ОДКБ-ს სამიტს არ დასწრებოდა, ბლოკთან ურთიერთობის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

მანამდე, 25 ნოემბერ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გეგმა "მინისტრის დღის წესრიგში არ იყო". მოადგილემ განაცხადა, რომ სომხეთის პოზიცია "უკვე მკაფიო" იყო და აღნიშნა, რომ ერევანი ОДКБ-ს საქმიანობაში ჩართვისგან თავს იკავებდა, მაგრამ არ ბლოკავდა სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტებს.

"სომხეთი საგარეო პოლიტიკას თავის ინტერესებზე დაყრდნობით წარმართავს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. სომხეთმა დაბალანსების პოლიტიკა გამოაცხადა და გადაწყვეტილებებს ამ ჩარჩოში იღებს". - თქვა საფარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

2024 წლის თებერვალში სომხეთმა განაცხადა, რომ ОДКБ-ში ურთიერთობებს გაყინავდა. ხელისუფლების თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკებების შემდეგ  ორგანიზაციამ უსაფრთხოების პრობლემებზე რეაგირება ვერ მოახდინა.

კომენტარები