საქართველო-ვატიკანი

კობახიძე: რომის პაპი მოვიწვიე, იმედი გვაქვს, რომ ესტუმრება საქართველოს

მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17-საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი. ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს. იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, კობახიძე ამჟამად რომში იმყოფება, სადაც ადმინისტრაციის ცნობით, პაპს შეხვდა.

კომენტარები