ეს ე.წ. 'სამშვიდობო გეგმა' რეალურ პრობლემებს შეიცავს და მე ღრმად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ მშვიდობას მიაღწევს.
უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, რომ მიწები დაუთმოს მსოფლიოს ყველაზე აშკარა ომის დამნაშავეს ვლადიმირ პუტინის სახით. უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა და განლაგება არის მისი მთავრობისა და ხალხის სუვერენული არჩევანი და ნებისმიერმა გარანტიამ, რომელიც პუტინზე გაიცემა, არ უნდა დააჯილდოოს მისი მავნებლური საქციელი ან არ უნდა გამოუთხაროს ძირი აშშ-ს ან მოკავშირეების უსაფრთხოებას.
კერძოდ, ნებისმიერ წინადადებას იმის შესახებ, რომ პუტინის მსგავს სერიულ მატყუარასთან და მკვლელთან იარაღის კონტროლის კუთხით თანამშრომლობა შეგვიძლია, დიდი სკეპტიციზმით უნდა მოვეპყროთ.





