ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი: ავაზაკური რეკეტის მიზანია ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის მოხდენა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გუშინდელ განცხადებაში, ვფიქრობ, ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული - ავაზაკური რეკეტი. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის, ამ პროცესის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

ფაქტია, რომ იმდენად გავლენებს ექვემდებარება სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ ხელით მართონ ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ. ხელისგულზე დევს სინამდვილეში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანია ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ "დიფ სთეითის მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო". თემო წიქვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ "რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს ლონდონში 24 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო, თანხების დაბრუნება არ მოხდება".

კომენტარები