რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში ნავთობის ქარხანაზე და დრონების საწყობზე იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, 16 ნოემბერს დრონებით იერიში მიტანილია სამარის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე.

ნოვოკუიბიშევის ნავთობის ქარხანა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული ქარხანაა, რომელიც წელიწადში 9 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს.

საწარმო 20-მდე სახეობის ნავთობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის რეაქტიული ტიპის საწვავს, რომლითაც რუსეთის ჯარი მარაგდება. ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია აფეთქებები, დაზიანების მასშტაბები ზუსტდება.

გარდა ამისა, უკრაინამ იერიში მიიტანა ქვედანაყოფ "რუბიკონის" დრონების ერთ-ერთ საწყობზე.

კომენტარები