ხომ ვერ დაგვსჯიან უსაფუძვლოდ. ამიტომ, ეს ადამიანები [ოპოზიცია] სჭირდებათ აქ, რომ ეს საფუძველი ხელოვნურად შეთითხნონ. ფაქტობრივად, თავად იმღერონ და იცეკვონ, იმისთვის, რომ დადგან სცენა და ამაზე დაყრდნობით გარედან წამოვიდეს ის თავდასხმები, შანტაჟი, დასანქცირების თუ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მცდელობები.
ფაქტია, რომ ოპოზიციას იმდენად გადაეწურა ქართველი ხალხის იმედი, რომ მათ დასჯას არ ერიდებიან, დადიან და ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რადგან უკან დასახევი აღარ აქვთ. ფაქტია, რა ინფორმაციაც არის გამოსული, რომ ასე თავზეხელაღებულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ეს წესებზე დამყარებული გაერთიანება არის, იმედი გვაქვს, რომ არ არის საბჭოთა კავშირი, დიქტატორული და ავტოკრატიული მმართველობა.
[...] ფაქტია, რომ სიგიჟეს ვერ გააკეთებენ და ქართველ ხალხს სრულიად დაუმსახურებლად ვერ შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას. რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, არის კონკრეტულ რაღაც პირთა წრეზე უვიზო გადაადგილების შეჩერება. თუმცა, არ ვიცი, ბევრჯერ გვითქვამს, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება იმ კუთხით, როცა არ მოელი, რომ ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ - ეს კიდევ ერთი შეჯახება იქნება იმ ფაქტთან, რომ ყველაზე კარგ ინსტიტუციებშიც შეიძლება ხდებოდეს უსამართლობა. ვერ გამოვრიცხავთ რომ ეს მოხდეს, რადგან ყველაზე უარესი, რაც შეიძლება გააკეთონ არის კონკრეტულ პირთა წრეზე უვიზო გადაადგილების შეჩერება. ასეთი არაფრიდან გამოწვეული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ მაინც იქნებიან უფრო რაციონალურები.
საქართველო-ევროკავშირი
წილოსანი: ყველაზე უარესი, რაც შეიძლება გააკეთონ, კონკრეტული პირებისთვის უვიზოს შეჩერებაა





