გიორგი გახარიას საქმე

შარაშიძე გახარიაზე: აბსოლუტურად პოლიტიკური საქმეა, ევროპისთვის არ იქნება რთულად გასაგები

დრო მოვა და ეს დრო არ არის შორს, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ეს ადამიანები, ვინც ზოგადად შეთითხნა ეს ბინძური საქმე და თავისი ჭკუით, გიორგი გახარია დაასმინა, ყველა ეს ადამიანი ისტორიაში საკუთარ ადგილს იპოვის. 

[...] 13 წლიანი ციხე რომ გემუქრება, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ პირველ რიგში იმუშაო პოლიტიკური პროცესის გადასარჩენად, პოლიტიკური პარტიის გადასარჩენად, რასაც გიორგი გახარია ევროპიდან საკმაოდ ეფექტურად აკეთებს, ყოველ შემთხვევაში, არანაკლებ ეფექტურად, ვიდრე საქართველოში ყოფნის დროს ახერხებდა.

საკუთარი გადაადგილების და მოქმედების შეზღუდვის საშუალება, მგონი არავინ არ უნდა მივცეთ ოცნებას იმიტომ, რომ დღეს მთავარია ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა, ოღონდ ბრძოლა მშვიდობიანი პოლიტიკური ინსტრუმენტებით.

ეს არის, აბსოლუტურად პოლიტიკური საქმე და ეს ევროპისთვის არ იქნება რთულად გასაგები - ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ეს ისედაც კარგად იციან.

ეს ხომ არ არის ახალი საქმე, უკვე რამდენი ხანია მიმდინარეობს ასეთი უსამართლო ბრძოლა გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

თქვა პარტია გახარია - საქართველოსთვის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ გიორგი გახარიას საქმის შესახებ.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები