მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის კიდევ 31 მოქალაქე გააძევა. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან 1000-ზე მეტი უცხოელი გააძევეს.
"ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განას - ჯამში 31 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან უკვე გააძევეს 1000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული სამი წლის მანძილზე გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას" - აცხადებს შსს.





