აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 7 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს გაძლიერებისა და ომის არ დაშვების მიზნით ბიუროკრატიაში რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამასთან, ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი ვითარება შესაძლოა, იყოს 1939 წლის მსგავსი, როცა ვერ მოხდა აგრესიის შეკავება და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ან 1981 წლის მსგავსი, რაშიც ჰეგსეთმა, სავარაუდოდ, რეიგანის პრეზიდენტობის დასაწყისი იგულისხმა.
"ეს 1939 წლის მომენტს ჰგავს ან, იმედია, 1981 წლის მომენტს, მზარდი გადაუდებლობის მომენტი: მტრები იკრიბებიან, საფრთხეები იზრდება, ამას თქვენც გრძნობთ და - მეც. თუ ვაპირებთ, შევაჩეროთ და თავიდან ავირიდოთ ომი, ახლავე უნდა მოვემზადოთ," თქვა მან.
"ჩვენს ომში მებრძოლებს ესაჭიროებათ სიღრმისეული შესაძლებლობები, რათა შეაკავონ ნებისმიერი აგრესია და, თუ საჭიროა, გადაჭრით დაამარცხონ ნებისმიერი მტერი, რომელიც ამერიკის გამოწვევას გაბედავს," აღნიშნა აშშ-ს ომის მინისტრმა.





