ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

დათუნაშვილი: ოცნებისა და ივანიშვილის პირობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის მკვდარი

ეს ტექსტი იძლევა ერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას - ეს დასკვნა არის ძალიან მარტივი, რომ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის მკვდარი, გაჩერებულია და არავინ არ აპირებს გაგრძელებას. ასეთი მასშტაბის კრიტიკა, არამარტო თბილისი-ბრიუსელის, არამედ ზოგადად დიპლომატიაში იშვიათობაა. 

ყველაფერი გამომდინარეობს არა იმ ტექსტიდან, რომელიც დაიწერა, მწვავეა და ესაა ისტორიული, არამედ ის საქციელი, როგორც მოიქცა ქართული ოცნება 2023 წლიდან დღემდე, არ ვამბობ მთელ წინა პერიოდს. 

იმ მომენტიდან, როდესაც ქვეყანამ ძალიან კონკრეტული გეოპოლიტიკური მოცემულობის გამო მიიღო კანდიდატის სტატუსი, არა დამსახურებების გამო, პირდაპირ ვთქვათ.

ამბობს კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, თაზო დათუნაშვილი ფორმულას ეთერში საქართველოზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე.

კომენტარები