რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი და ჩინეთი სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარებას გააგრძელებენ

რუსეთი და ჩინეთი პირობას დებენ, რომ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარებას გააგრძელებენ. ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის პრემიერების, მიხაილ მიშუსტინისა და ლი ციანგის 30-ე რეგულარული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის შესახებაც ისაუბრეს. მიშუსტინი ასევე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსაც შეხვდა.

"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები უფრო მაღალი დონის და მაღალი ხარისხის განვითარებისკენ მიისწრაფვის და სტაბილურად ვითარდება არასტაბილური გარემოს მიუხედავად. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების დაცვა, კონსოლიდაცია და განვითარება ორივე მხარისთვის სტრატეგიული არჩევანია". - უთხრა სი ძინფინგმა მიშუსტინს.

ამასთან, კრემლის მედიის TASS-ის ცნობით, მიშუსტინმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ინვესტიციების მოსაზიდად და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარები