რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ნოემბერს, დილის საათებში რუსეთის რვა რეგიონში ჯამში 85 დრონი ჩამოაგდეს. ეს რეგიონებია ვორონეჟი, ნიჟნი ნოვგოროდი, ბელგოროდი, კურსკი, ვოლგოგრადი, ლიპეცკი, ბაშკორტოსტანი და სარატოვი.
სოციალურ ქსელში აფეთქებების არაერთი ფოტო და ვიდეო ვრცელდება.
ვოლგოგრადში, დრონებით იერიშის შედეგად ფროლოვსკაიას ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. ამას ვოლგოგრადის გუბერნატორი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა კურსკის რეგიონში მცხოვრები 16 000-მდე მომხმარებელი.
ნიჟნი ნოვგოროდში, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსეთის მეოთხე უმსხვილეს ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანა, NORSI-ზე.
მანამდე, 3 ნოემბერს უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. სარატოვის რეგიონი უკრაინის საზღვრიდან 750-800 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იერიშის შედეგად ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურა.





