31 ოქტომბერს გერმანიის ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც ცაში ამოუცნობი დრონი შენიშნეს, რამაც ფრენების გადადება და გადამისამართება გამოიწვია.
აეროპორტის წარმომადგენლის ცნობით, რეისები ადგილობრივი დროით თითქმის ორი საათის განმავლობაში, 20:08 საათიდან 21:58 საათამდე შეჩერდა, ხოლო მუშაობის დროებით შეჩერების განმავლობაში "რიგი ფრენების" სხვა გერმანული ქალაქებისკენ გადამისამართება მოხდა.
"მიგვაჩნია, რომ ამ დროისთვის საფრთხე თავიდან არიდებულია," დაამატა სპიკერმა.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით საღამოს 8 საათზე თვითმხილველმა თქვა, რომ დრონი შენიშნა, რასაც აეროპორტის ჩრდილოეთის ასაფრენი ბილიკის დახურვა მოჰყვა. დრონი ასევე შენიშნეს საპატრულო მანქანაში მჯდომმა ოფიცრებმაც.
Deutsche Welle-ს მიხედვით, ინციდენტს მნიშვნელოვანი საპასუხო ზომების მიღება მოჰყვა, მათ შორის, პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებითაც.





