რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინას 1 500 000 ლარის გენერატორებს გავუგზავნით – კობახიძის მთავრობის ადმინისტრაცია

კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის". 

"განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. 

განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის" - ნათქვამია კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აქამდე, 2022 წლის დეკემბერში საქართველომ უკრაინას 25 გენერატორი გაუგზავნა.

კომენტარები