რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საქართველოს მიერ უკრაინაში გაგზავნილი 25 გენერატორი კიევში ჩავიდა – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.

გენერატორები საქართველოდან 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გაიგზავნა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიამ სახელმწიფო ელექტროსისტემამ უკრაინისთვის 1.5 მილიონი ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

უკრაინის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმების გამო დასახლებების დიდ ნაწილს ელექტორენერგია შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება.

კომენტარები