საკრებულოები

57 საკრებულოში კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას მოვითხოვთ – ლელო

ივანიშვილის 57 საკრებულოში “ძლიერი საქართველო - ლელოს” ადგილობრივი წარმომადგენლები კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას ერთდროულად მოითხოვენ - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

“ქართული ოცნება” აგრძელებს კორუფციასთან მოჩვენებით ბრძოლას, ჩვენი მიზანია კორუფციის რეალურად გამოვლენა, მხილება და დამარცხება. სწორედ ამიტომ, დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში, “ძლიერი საქართველო - ლელოს” ადგილობრივი ლიდერები, ერთდროულად მოითხოვენ დროებითი სამუშაო ჯგუფების ანუ საგამოძიებო კომისიების შექმნას, რომელიც შეისწავლის კორუფციის ფაქტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში, რადგან ეს არის, ადგილზე ქალაქების და სოფლების დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი საშუალება! 


"ძლიერი საქართველო-ლელოს“  პოზიციაა, რომ  ბიუჯეტის ყველა ქურდმა პასუხი უნდა აგოს! 
"ყოველი მოპარული თეთრი არის მოქალაქებიისთვის წართმეული უკეთესი ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება და გამართული ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პირველივე დღიდან ამ ტემით ვიწყებთ “ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლსა. შემდეგ კი ყველა მანკიერ მხარეს დავუპირისპირდებით და ვამხელთ, რომელიც “ოცნებას” აქვს…


ქალაქებსა და სოფლებში - საკრებულოებში ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან ხალხის ინტერესების დამცველები და მოსახლეობის საჭიროებების გამხმოვანებლები.


"ქართული ოცნება“ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ყველა დონეზე ძარცვავს, ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მუნიციპალიტეტებში გამეფებული კორუფციაა.


სწორედ ამიტომ, დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ბოლო 8 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ჩინოვნიკების ჩადენილი კორუფციული დანაშაულების ფაქტებს” - აცხადებენ კოალიციაში. 

კომენტარები