ივანიშვილის რეჟიმი

პიჩერნო: სასწრაფოდ მივმართავ ხელისუფლებას, მოხდეს მზია ამაღლობლის გათავისუფლება

ღრმად შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტისა და სახაროვის პრიზის გამარჯვებული მზია ამაღლობლის მხედველობა დრამატულად გაუარესდა: დღეს მას ერთ თვალში მხოლოდ 1% მხედველობა დარჩა, ხოლო მეორეში - 10%.

პენიტენციური სისტემის მიერ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებები ადასტურებს შეუქცევად გაუარესებას.

სასწრაფოდ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მოხდეს მისი გათავისუფლება, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება უცხოეთში სპეციალიზებული მკურნალობით მისი მხედველობის გადარჩენის მცდელობა.

წერს ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი, პინა პიჩერნო X-ზე.

კომენტარები