თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ოქტომბერს გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და ნაწილის განხილვა 25 ოქტომბერს ღამითაც გაგრძელდა, სხვადასხვა დროს დაკავებული აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესები.
მათ ნაწილს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - "გზის გადაკეტვას", წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელზე დაუმორჩილებლობას ან მათ შეურაცხყოფას ედავებოდა. ნაწილს ბრალდება სისხლის სამართლის წესით აქვს წარდგენილი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის, ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისთვის.
საქმეები რამდენიმე მოსამართლემ განიხილა - ლელა ცაგარეიშვილმა, ნინო ენუქიძემ, მანუჩარ ცაცუამ, ზვიად ცეკვავამ, თორნიკე ქოჩქიანმა, კობა ჩაგუნავამ.
დაკავებულთა უმრავლესობას რამდენიმე დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილს გირაო, ნაწილს ჯარიმა, ზოგი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, პროცესების მცირე ნაწილი გადაიდო.
სასამართლო გადაწყვეტილებები:
პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი - 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე ისაკო დევიძე - 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე დავით ასანიძე - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე დავით მშვენიერაძე - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე აჩი გოჩიტაშვილი - 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე გიორგი მელითაური - 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი - 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქტივისტი ილია ღლონტი - 2 000-ლარიანი ჯარიმა;
აქციების მონაწილე ირაკლი კალანდაძე - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
სტუდენტი ანასტასია ჯაფარიძე - 4 000-ლარიანი ჯარიმა;
ჟუნალისტი ირაკლი წულაია - "გზის გადაკეტვისთვის" 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, "ჟურნალისტზე თავდასხმისთვის" აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 5 000-ლარიანი გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით;
პარტია ფედერალისტების წევრი თენგო კირთაძე - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი ნინო ლაღიძე - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
სტუდენტი დანი მაღრაძე - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
პარტია დროას წევრი ნათია ლეთოდიანი - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ცოლი, ჟურნალისტი მაიკო ბოკერია - 5 000-ლარიანი ჯარიმა;
წიგნების თაროს გამარჯვებული და წევრი დავით ჭკადუა (გაგრელი) - 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
ინტელექტის გამომცემელი ზვიად კვარაცხელია - 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
სტუდენტი ლადო ჯახუა - დარბაზიდან გაათავისუფლეს, ადმინისტრაციული საქმის განხილვა 27 ოქტომბრამდე გადაიდო;
აქციების მონაწილე გიორგი სიყმაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, საქმის განხილვა 28 ოქტომბრამდე გადაიდო;
აქციების მონაწილე ანუკა გამსახურდია - სიტყვიერი გაფრთხილება;
აქციების მონაწილე ნუკრი კაკულია - დარბაზიდან გაათავისუფლეს, ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო;
ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე - 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
პარტია დროას წევრი გიგა ლემონჯავა - 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
რეჯიმის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურა ცეცხლაძე - 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
ამირან შარაშიძე - საქმის განხილვა გადაიდო;
აქციების მონაწილე დავით ტაბაღუა - 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
მოძრაობა თავისუფლების მოედნის წევრი, ნატალია სლეპაკოვა - 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე გიორგი ხარაიშვილი - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე ნათია გოგავა - 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე ლუკა აკობია - დარბაზიდან გაათავისუფლეს, ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო;
აქციების მონაწილე სოფიო როინიშვილი - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე ირაკლი გოგუაძე - 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე თორნიკე კაკალაძე - 5 000-ლარიანი ჯარიმა;
აქციების მონაწილე ბექა მელუა - 5 000-ლარიანი ჯარიმა;
აქციების მონაწილე გუჯა მეკოკიშვილი - 5 000-ლარიანი ჯარიმა;
აქციების მონაწილე ლაშა სონგულია - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე ზურა მენთეშაშვილი - 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე ლაშა ბრეგვაძე - 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
აქციების მონაწილე ბაჩო ქიმუცაძე - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
რეჟისორი და ფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა - 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;
4 ოქტომბერს, საზმაუს, TV იმედის და რუსთავი 2-ის "ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისთვის" სსკ წესით დაკავებულ აქციების 6 მონაწილე: მარია ოთინაშვილი, გიორგი დუშენკო, ინგა პაპუნაშვილი, ვახტანგ გაბელაია, თამუნა კირთავა და ალექსანდრე ცნობილაძე - 3 000-3 000 ლარის გირაო შეეფარდათ.
ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისთვის დაკავებულ თამარ ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.





