ევროკომისიაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპთან გამართული შეხვედრის შედეგები შეაფასა.
"ამ შეხვედრის შედეგად გვაქვს სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, არ გვაქვს შეხვედრა უნგრეთში უკრაინის გარეშე და Tomahawk-ები ამ ეტაპზე არ გვაქვს. აი, ესაა შედეგი. ვფიქრობ, ცუდი არაა... ყოველ დღეს რაღაც ახალს მოაქვს. არ ვიცი, იქნებ ხვალ უკვე Tomahawk-ებიც გვქონდეს" - ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას - ელოდა თუ არა ის რომ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია ასე მალე შეიცვლებოდა და შეხვედრა უკრაინისთვის იმაზე პოზიტიური გამოვიდოდა, ვიდრე ეს დასავლურმა მედიამ ივარაუდა.
ცნობისთვის, ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა.





