რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა Telegram არხში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ს მეტოქე, ხოლო დონალდ ტრამპს "ლაპარაკის მოყვარული მშვიდობისმყოფელი" უწოდა.
"ბუდაპეშტში ტრამპის მიერ სამიტის გაუქმება. აშშ-ს მხრიდან ახალი სანქციები. კიდევ რა? იქნება ახალი იარაღი ყბადაღებული "ტომაჰავკების" გარდა?
მრავალი კომენტატორებიდან კიდევ ვინმეს თუ შერჩა ილუზია - მიიღეთ პასუხი. აშშ ჩვენი მეტოქეა და მათი ლაპარაკის მოყვარული "მშვიდობისმყოფელი" (დონალდ ტრამპი) სრულად დაადგა რუსეთთან ომის გზას". – წერს მედვედევი.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს "რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტი" უწოდა.
ამასთან ერთად მედვედევი პოსტის ბოლოს უკრაინის განადგურებით იმუქრება.
"ტრამპის ქანქარის მოძრაობაში მორიგი პლიუსიც არის: შეგვიძლია ვურახუნოთ სხვადასხვა იარაღით ბანდერელებს და ყურადღება აღარ მივაქციოთ არასაჭირო მოლაპარაკებებს. მივაღწიოთ გამარჯვებას იქ, სადაც შესაძლებელია. მიწაზე და არა კანცელარიის მაგიდასთან, მტრის განადგურებით და არა უაზრო "შეთანხმებების" დადებით". – წერს მედვედევი.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას მალევე გამოეხმაურა კრემლის მთავარი პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი:
"მკვეთრია, მაგრამ მთლიანობაში მართალია".





