დმიტრი მედვედევის სიბრძნეები

მედვედევი: ასეთი წარმატებებით, ტრამპს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში არ ეღირსება

დმიტრი მედვედევი
ТАСС

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშს გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

მედვედევის მტკიცებით, აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშით ბევრი ვერაფერი მოიგო. აზრის გასამყარებლად ყოფილმა პრეზიდენტმა 10 არგუმენტი მოიყვანა:

  • როგორც ჩანს კრიტიკული ბირთვული ინფრასტრუქტურა ან არ დაზიანებულა ან დაზიანდა უმნიშვნელოდ;
  • ბირთვული მასალების გამდიდრება მომავალშიც გაგრძელდება;
  • ქვეყნების ნაწილი მზად არის ირანს გადასცეს თავისი ბირთვული შეიარაღება;
  • ისრაელზე თავდასხმაა, ისმის აფეთქებები, ხალხი პანიკაშია;
  • აშშ ერთვება ახალ კონფლიქტში, რომელსაც დიდი ალბათობით სახმელეთო ოპერაციაც ახლავს;
  • ირანის პოლიტიკური რეჟიმი შენარჩუნებულია და რაც მთავარია, უფრო ძლიერია;
  • ხალხი კონსოლიდირდება სულიერი ხელმძღვანელობის გარშემო;
  • ტრამპი, რომელიც მოვიდა როგორც მშვიდობისმყოფელი, იწყებს ახალ ომს;
  • ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელისა და აშშ-ს ქმედებების წინააღმდეგია;
  • ასეთი წარმატებებით, ტრამპს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში არ ეღირსება;

"კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო". – წერს მედვედევი.

კომენტარები