რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რიაზანის ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტნა

უკრაინამ რუსეთში, რიაზანში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

რიაზანზე იერიშის შესახებ ანგარიშის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 უკრაინული დრონი გაანადგურა.

ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების დამადასტურებელ ვიდეოებს ადგილობრივი ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

მოგვიანებით "ერთ-ერთ საწარმოზე" იერიში დაადასტურა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა.

"ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა". – წერს მალკოვი.

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა როსნეფტს ეკუთვნის.

 

კომენტარები