რეკლამა

დედების რჩეული ბრენდი Momcozy უკვე ჯპს-შია (რ)

საქართველოს წამყვანი სააფთიაქო ქსელი ჯპს ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ გლობალურ სიახლეს უზიარებს. დედისა და ბავშვის მოვლის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და აღიარებული საერთაშორისო ბრენდი Momcozy უკვე ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში და ექსკლუზიურად ჯპს-ის აფთიაქებშია ხელმისაწვდომი. ეს პარტნიორობა არის ახალი ეტაპის დასაწყისი და საშუალება იმისთვის, რომ ქართველი დედების ყოველდღიურობა ბევრად უფრო მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო გახდეს. 

ბრენდის შესახებ

Momcozy თანამედროვე დედების მეგზურია ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან ეტაპზე. ბრენდის მთავარი მისიაა, შეამციროს ის ყოველდღიური გამოწვევები, რომლებსაც ქალები ორსულობის, ლაქტაციისა და ჩვილის მოვლის პერიოდში აწყდებიან. 

„Always Put Moms First“- სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება Momcozy-ის თითოეული პროდუქტი. ბრენდის ძირითადი პრინციპები - კომფორტი, უსაფრთხოება, ინოვაცია, ხელმისაწვდომობა და ხარისხი - დედებს მეტ თავისუფლებასა და თავდაჯერებულობას აძლევს. სწორედ ამიტომ, დღეს Momcozy მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ოჯახის გულწრფელი ნდობით სარგებლობს. 

საუკეთესო საჩუქარი დედებისთვის

როდესაც მეგობრებისა და ახლობლების ოჯახში პატარა იბადება, საათობით ვფიქრობთ, რა შეიძლება ვაჩუქოთ დედას ისეთი, რაც ნამდვილად პრაქტიკული და გამოსადეგი იქნება. Momcozy სწორედ ამ თავსატეხს პასუხობს, ვინაიდან ბრენდის ნებისმიერი ნივთი ყველა დედისთვის სასურველი საჩუქარია. რაც ყველაზე მთავარია, პროდუქტები არ არის სიმბოლური, არამედ ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ნივთებია და მათი სახით დედას თავისუფალ დროს, სიმშვიდესა და უდიდეს კომფორტს ვჩუქნით. 

ბრენდის პროდუქცია

Momcozy-ს პროდუქცია დედებს ჩვეული რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება. ბრენდის ინოვაციური Hands-Free ტექნოლოგიები და მკერდის ელექტრო აპარატები თავიდან ბოლომდე ცვლის ლაქტაციის პერიოდს. დედას ლაქტაციის ელექტრო აპარატის გამოყენებისას ერთ ადგილზე ყოფნა აღარ უწევს, არამედ მას პარალელურად დასვენება, მუშაობა და ნებისმიერი სახის აქტივობით დაკავება შეუძლია. მოწყობილობები ულტრამსუბუქი, უხმო და სრულიად შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ.

გარდა ამისა, ბრენდი ქმნის ჭკვიან მოწყობილობებს, მათ შორის ბოთლის გამათბობელ აპარატებს, ტემპერატურის სენსორულ საზომებსა და უმაღლესი კლასის სტერილიზატორებს, რომლებიც ჩვილის კვებისთვის აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო პირობებს ქმნის. ბრენდის პორტფოლიოში იპოვით ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ ერგონომიულ ქამრებსაც, რომლებიც საგრძნობლად აჩქარებს პოსტ-სამშობიარო აღდგენის პროცესს. 

ჯპს-ის მისია არის ზრუნვა ოჯახის თითოეულ წევრზე. Momcozy-ს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროდუქცია განთავსებულია ჯპს-ის შერჩეულ ფილიალებში და ონლაინ. მომხმარებელს საშუალება აქვს, ადგილზევე მიიღოს კონსულტაცია ფარმაცევტისგან, შეარჩიოს საუკეთესო საჩუქარი ან საკუთარი თავისთვის აღმოაჩინოს ის პროდუქტი, რომელიც დედობის უმნიშვნელოვანეს პერიოდს უფრო კომფორტულსა და მშვიდს გახდის.

კომენტარები