რეკლამა

როგორ შევარჩიოთ სეზონის მიხედვით საბურავები (რ)

ალბათ, გსმენია, რომ სეზონების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის საბურავი არსებობს. სპეციალისტები გვირჩევენ, მსგავს დეტალებს გულისყურით მოვეკიდოთ და ავტომობილი წელიწადის დროების ცვლილების შესაბამისად მოვამზადოთ. თუკი ახალბედა მძღოლი ხარ და ჯერ მსგავსი გამოცდილება არ გქონია, გაეცანი რეკომენდაციებს, როგორ უნდა შეარჩიო სეზონის მიხედვით სწორი საბურავები. მთავარია, არ შეგეშინდეს! სინამდვილეში, ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. 

რატომ უნდა ცვალო სეზონის მიხედვით საბურავები

სანამ განსხვავებული ტიპის საბურავებს მიმოვიხილავთ და მათ მახასიათებლებს დაწვრილებით გაგაცნობთ, მოდი, პირველ რიგში, განვიხილოთ, მაინც რატომ არის სეზონის მიხედვით საბურავების გამოცვლა მნიშვნელოვანი. 

საბურავები ერთმანეთისგან პროპორციებით, ქიმიური შემადგენლობით, სიჩქარის მონაცემებით, პროტექტორის სიღრმით, მოჭიდებით, სამუხრუჭე შესაძლებლობებითა და კიდევ ბევრი სხვა დეტალით განსხვავდება. გარემო პირობების შესაბამისად, სხვადსახვა ზომების მიღება გვიწევს, რათა დაცულად ვიმგზავროთ და არც სხვები ჩავაგდოთ საფრთხეში. სხვადასხვა სეზონის საბურავები კონკრეტულად ამ წელიწადის დროისთვის დამახასიათებელ ამინდებზეა მორგებული და მათთან ადაპტაციაში გვეხმარება.

გაეცანი საბურავების ტიპებს სეზონის მიხედვით

ქვემოთ განხილულია საბურავების ტიპები სეზონების მიხედვით. გაეცანი ინფორმაციას, როგორ უნდა ამოიცნო თითოეული მათგანი, რა განსაკუთრებული მახასიათებლები გამოარჩევთ, მათი მოხმარების წესები და ამასთან დაკავშირებით სასარგებლო რეკომენდაციები.  

ზამთრის საბურავები

ზამთრის საბურავებს თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე კარგი მოჭიდება აქვთ, რაც თავისუფლად მანევრირების საშუალებას იძლევა და საჭესთან მეტი კონტროლი გაქვს. ისინი დამზადებულია სპეციალური მასალებით, რათა საბურავმა დაბალი ტემპერატურის პირობებშიც სირბილე და მოქნილობა შეინარჩუნოს. რაც ყველაზე მთავარია, ზამთრის საბურავები მაქსიმალურად ამცირებს მოცურების შანსს, სწორედ ამიტომ, როგორც კი ტემპერატურა 7º-ს ჩამოცდება, ნებისმიერი ტიპის საფარზე სამოძრაოდ რეკომენდებულია, მაშინვე შეცვალოთ საბურავები. 

თუ ზამთრის საბურავების შეძენა გადაწყვიტე და გაიინტერესებს, როგორ მიხვდე, არის თუ არა კონკრეტული მოდელი ზამთრის, შეამოწმე საბურავის გვერდითა კედელი. თუ ფიფქის ნიშანს დაინახავ, ან M+S (Mud and Snow)  სიმბოლო აქვს, ეს ადასტურებს, რომ საბურავს გავლილი აქვს დამატებითი შემოწმება თოვლსა და მოყინულ გზაზე გადაადგილებისთვის.

გაითვალისწინე, ზამთრის საბურავების რეკომენდებული ექსპლუატაციის ვადაა 5 წელი და მათი გამოყენება მხოლოდ სეზონურად არისრეკომენდებული. ზაფხულში, მაღალ ტემპერატურაზე ზამთრის საბურავების ზედაპირი მარტივად ცვდება და საწვავის დანახარჯიც იმატებს. 

ზაფხულის საბურავები

ზაფხულშიც სპეციალური საბურავებით უნდა ისარგებლო, რომლებიც მაღალ ტემპერატურას ესადაგება. ზამთრის საბურავებისგან განსხვავებით, ზაფხულის საბურავებს პროტექტორის დაბალი სიღრმე ახასიათებთ. სიცხეში შესაბამისი საბურავების გამოყენება ამცირებს მოცურების შანსს, გაძლევს მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას და საწვავის დანახარჯს ამცირებს. მათი დახმარებით ადვილად შეძლებ მოკლე მანძილზე დამუხრუჭებასა და სხარტად მოქმედებას. 

ყველა სეზონის საბურავები

ზამთრისა და ზაფხულის საბურავების გარდა, არსებობს ყველა სეზონის საბურავებიც. უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელს საკმაოდ ხშირად ყიდულობენ მძღოლები, რადგან გავრცელებული მოსაზრებით ეკონომიური არჩევანია. სინამდვილეში, სპეციალისტთა უმრავლესობა ამ აზრს ეწინააღმდეგება. ყველა სეზონის საბურავები ვერც ზაფხულის საბურავებს შეედრება გამძლეობით და არც ზამთრის სეზონზეა ისე მორგებული, როგორც სპეციალური ზამთრის საბურავები. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის სპეციალისტების რჩევაა, საბურავები სეზონის შესაბამისად ვცვალოთ.

რა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება

საბურავის არჩევისას, ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება:

  • გამოშვების თარიღს
  • როგორია რეკომენდებული შიდა წნევა
  • პროპორციებს
  • მაქსიმუმი დატვირთვის მაჩვენებელს
  • მაქსიმუმ რა სიჩქარის განვითარებაა რეკომენდებული

შეჯამება

სეზონის ცვლილება ჩვენგან შესაბამის მომზადებას მოითხოვს. იმისთვის, რომ ავტომობილით უსაფრთხოდ და მშვიდად გადაადგილება შეძლო, მნიშვნელოვანია, დროულად შეცვალო საბურავები. ეს გარემო პირობების შესაბამისად მოქმედების საშუალებას მოგცემს და ამინდთან ადაპტაციას ადვილად შეძლებ. 

კომენტარები