იაპონია

კონსერვატორი სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა

იაპონიის მმართველი, ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ლიდერი, სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა. პარლამენტში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქვედა პალატაში 465-დან ტაკაიჩიმ 237 ხმა მიიღო, ხოლო შემდეგ მას მხარი დაუჭრეს ზედა პალატაშიც. 

ტაკაიჩი, ყოფილი პრემიერმინისტრ შინძო აბეს კონსერვატიული ხედვის ერთგული მხარდამჭერია. ასევე, ის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელია.

"ჩემი მიზანია, იაპონიის რკინის ლედი გავხდე" - თქვა ტაკაიჩიმ საკუთარი კამპანიის დროს.

AP News წერს, რომ 64 წლის ტაკაიჩის წინაშე მყისიერი ამოცანაა იპოვოს გზები, რათა მისი პარტია ხელისუფლებაში დარჩეს და ინფლაციისა და დიპლომატიური გამოწვევების, მათ შორის აშშ-სთან სავაჭრო დავის, გადაჭრის გზით საზოგადოების ნდობა კვლავ მოიპოვოს.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს იაპონიის პრემიერმინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა.

კომენტარები