რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ იყიდის

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ იყიდის. 

"არ ვიყავი ბედნიერი იმით, რომ ინდოეთი ნავთობს ყიდულობდა და [მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ ისინი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეისყიდიან. ეს დიდი ნაბიჯია. ახლა იგივეს გაკეთებას ჩინეთს ვაიძულებთ," განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში. 

მან დაამატა, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის იმპორტს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინდოეთის ეს ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას შეუწყობს ხელს. 

ამასთან, ტრამპის თქმით, რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის შეჩერებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს პროცესი მალე დასრულდება: "რუსეთისგან ნავთობის არ შესყიდვა, ეს დაწყებული. ამას დაუყოვნებლივ ვერ იზამ, ეს პატარა პროცესია, მაგრამ ეს პროცესი მალე დასრულდება," განმარტა მან. 

კომენტარები