ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე გამომცდელ ინსტრუქტორს ცივი იარაღით დაემუქრა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. მუხლი 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





