მუქარა

შსს: სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების მუქარით მოქალაქე პირს ფულს სძალავდა

სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელიც ადამიანს მისი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების მუქარით ფულს სძალავდა. 

"სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს. რამდენიმე თვის განმავლობაში ზ.პ.-ს  დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არ გადაცემის შემთხვევაში კი - ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა." - წერია შსს-ს განცხდებაში. 

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები