ქართული ოცნების პოლიტიკა

მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში - პაპუაშვილი ეუთოს თავმჯდომარეზე

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე გასვლას გამოეხმაურა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ელინა ვალტონენმა მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში და გზის გადაკეტვაში, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ვენის კონვენციის 41-ე მუხლი. 

პაპუაშვილmა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს თავჯდომარე, დღეს, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, "რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის გაცხადებას თუ სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე"

"მინდა გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს არის მოქმედი თავჯდომარე, გუშინდელ საქციელს, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციებში, გზის გადაკეტვაში და ამას ყველა ხედავდა, მათ შორის, პირდაპირ ეთერში თუ ფოტოებში და ასევე მოვისმინეთ ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობა მის განცხადებებში.

დღეს ყველამ ნახეთ პრემიერმინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიცია, რომ გაუქმდა მასთან დაგეგმილი შეხვედრა, ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ეუთოს თავჯდომარეობის ფარგლებში იყო ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებულ იქნა, იმისთვის რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის, ამას შეჩვეული ვართ, თუმცა მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი.

დღეს, დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ამ ნაბიჯით უნდა აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის გაცხადებას თუ სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე, ეს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს და გაანალიზოს, რაც ეუთოს, როგორც ორგანიზაციას ურტყავს და მისი თავჯდომარე იყენებს ამ ინსტრუმენტს პოლიტიკური დღისწესრიგის გასატარებლად"

მანამდე პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე ყოფნით - "ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა." 

ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენთან შეხვედრა იმის გამო გააუქმა, რომ ის გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა. 

კომენტარები