გერმანია

გერმანიამ შესაძლოა პოლიციას საეჭვო დრონების ჩამოგდების უფლება მისცეს

გერმანიის პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც პოლიციას საეჭვო დრონების ჩამოგდების უფლებამოსილებას მისცემს

კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირა მთავრობის კაბინეტმა, რის შემდეგაც ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

მსგავსი კანონები ბოლო პერიოდში შემოიღეს გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ლიტვამ და რუმინეთმა. 

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ მოხვდა ყურადღების ცენტრში, რაც ბოლო პერიოდში ევროკავშირის არაერთი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონები დაფიქსირდა.

ბოლო ასეთი შემთხვევა მოხდა 3 ოქტომბერს, როდესაც ერთი დღის განმავლობაში, უცნობი დრონების გამოჩენის გამო, მიუნხენის აეროპორტმა მუშაობა ორჯერ შეწყვიტა. გასულ თვეში მსგავსი შემთხვევების გამო სამი აეროპორტი დროებით დაიხურა დანიაში, ერთი ნორვეგიაში, ერთიც კი, დრონების სავარაუდო დაფიქსირების გამო, ლიტვაში.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ვარაუდით, ბოლო დღეებში გერმანიის საჰაერო სივრცეში შემჩნეული ამოუცნობი დრონების უკან რუსეთი დგას

კომენტარები