დონეცკის ოლქში დააკავეს სამხედრო ჩინოსანი, რომელიც საგამოძიებო მასალების თანახმად, დაქვემდებარებულ ჯარისკაცებს საკუთარი მეურნეობასა და ოჯახის ბიზნესში ამუშავებდა.
საქმეში რამდენიმე ბიზნესს შორის დაკავებულის ცოლის საშაურმე ფიგურირებს, რომელშიც ჯარისკაცები საკვებს ამზადებდნენ და ყიდდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, თითქმის ორი წლის განმავლობაში ეჭვმიტანილი დაქვემდებარებულებს სამშენებლო, სავაჭრო და სამეურნეო სამუშაოებისთვის იყენებდა.
საქმის მსვლელობისას დადგინდა, რომ საშაურმე ჯარისკაცებმა ააშენეს და გამართეს.
ამასთან არაკეთილსინდისიერი სამხედრო აყალბებდა საბუთებს. ოფიციალურად ჯარისკაცები სამხედრო და საომარ დავალებებს ასრულებდნენ და შესაბამის გასამრჯელოს იღებდნენ. სახელმწიფოს ზარალმა 4 მილიონი გრივნა შეადგინა.
სასამართლოში საქმე თანამდებობის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მუხლით აღიძრა.
გარდა ამისა, დაკავებულია ორივე ჯარისკაცი, რომელიც საშაურმეში მუშაობდა. მათ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მუხლით გაასამართლებენ.
სამხედრო-ბიზნესმენს ბრალის სრულად დამტკიცების შემთხვევაში 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.





