თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალაუფლება უზურპირებულია. მშვიდობიანი ცვლილების გარდა, სხვა მიზანი არ მაქვს. მე ხალხთან ერთად ვიყავი და კონსტიტუციის ფარგლებში ვმოქმედებდი, ამის იქით ნაბიჯი არ გადამიდგამს, მე თვითონაც კონსტიტუციონალისტი ვარ. არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით. ქვეყანაში პოლიტიკური აპარტეიდია. ოცნებას ყველაფრის უფლება აქვს, სხვას კი არავის. ზიზღით ვერავის მოერევი.
ჩვენი მოტივაციაა, რომ ძალაუფლება იმ ხალხს დაუბრუნდეს, ვისაც ეკუთვნის. მართლა გგონიათ, ვინმეს მოწოდებამ გამოიყვანა ეს ხალხი? ეს ხალხი სამშობლოს სიყვარულმა გამოიყვანა და უფრო მეტი გამოვა, თუ უსამართლობა გაგრძელდება. ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ.





