4 ოქტომბერი

ნადირაძე: ამ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ, რაც შეეხება აღკვეთს, გაქცევას არ ვაპირებ

ცხოვრებაში პასუხისმგებლობას არ გავქცევივარ, მაგრამ ამ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ. თუ ეს ქვეყანა და კონსტიტუცია ვინმემ დაამხო, ეს ივანიშვილის ხელისუფლებაა. ბრალი სწორედ მას უნდა წარუდგინოთ. თუ ვინმეს ორგანიზებული და ძალადობრივი ჯგუფები ჰყავს, ეს ოცნებაა. ხელკეტებით დაარბიეს ჩვენი ოფისი, დაკავებული არავინაა. იმიტომ, რომ მათ აფინანსებს და ახალისებს ბიძინა. ამიტომ, ამ მუხლზეც ბრალი ბიძინას წარუდგინეთ. ყველა სტრატეგიული შენობა ხალხს ეკუთვნის, იქ კი მიტაცებული ხელისუფლების წარმომადგენლები სხედან. სტრატეგიული შენობების დაკავებაზეც ბრალი ბიძინას წარუდგინეთ.

რაც შეეხება აღკვეთს. არსად გაქცევას არ ვაპირებ. პატიმრობას მშვიდად მივიღებ, რადგან რეჟიმს ჩემზე მაგარი უამრავი პატიმარი ჰყავს. მადლობა, ვინც არ ნებდება და იბრძვის. ეს ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

თქვა ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრი აქციის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები