სტრატეგია აღმაშენებელი განცხადება

დღესაც, ხვალაც და ვიდრე საჭირო იქნება ვიქნებით რეჟიმთან წინააღმდეგობაში - სტრატეგია აღმაშენებელი

"მადლობა იმ გულწრფელ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც გუშინ ქვეყნის დასაცავად იდგა! 

რეპრესიებისა და პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, თქვენი შეგნებული, ურყევი პროტესტი გვაძლევს ძალას და არ შეგვიძლია უკან დავიხიოთ, არ შევჩერდებით და არ დავნებდებით. დღესაც, ხვალაც და ვიდრე საჭირო იქნება ვიქნებით რეჟიმთან წინააღმდეგობაში სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!

მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე უკანონოდ დაატყვევა უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის! 

ერთად ვიბრძვით და ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას! 

ძალა ერთობაშია!" - წერია სტრატეგია აღმაშენებლის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე  დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები