3 ოქტომბერს, უკრაინამ რუსეთში, პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ საწარმოზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
პერმის მხარეში, ქალაქ ბერეზნიკებში ქიმიური საწარმო აზოტი მდებარეობს, რომლის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა.
პერმის გუბერნატორის თქმით, ქარხანაში "ტექნოლოგიური ციკლის დროებითი შეჩერება" მოხდა.
აზოტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული ქიმიური ქარხანაა, რომელიც კომპანია ურალქიმის ფილიალია.





