2025 წელს გარდაცვლილები

ინგლისელი პრიმატოლოგი და ანთროპოლოგი, ჯეინ გუდოლი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯეინ გუდოლი
Fernando Turmo/the Jane Goodall Institute

1-ელ ოქტომბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისელი პრიმატოლოგი და ანთროპოლოგი, ჯეინ გუდოლი, რომელმაც მსოფლიო აღიარება აღმოსავლეთ აფრიკაში ველური შიმპანზეების გამორჩეული ქცევის აღწერით მოიპოვა. 

ჯეინ გუდოლის ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ 91 წლის ექსპერტი საპრეზენტაციო ტურნეს გამართვის დროს გარდაიცვალა. 

ბრიტანეთში დაბადებული გუდოლი აფრიკაში შიმპანზეების შესასწავლად პირველად 26 წლის ასაკში წავიდა. მას ფორმალური სამეცნიერო სწავლება არ ჰქონდა გავლილი, თუმცა, პრიმატების საქციელზე დაკვირვების შედეგად მან გარდამტეხ აღმოჩენებს მიაგნო. 

გუდოლი 29 წლის იყო, როდესაც 1963 წელს National Geographic-მა მისი 37-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იგი გომბის შიმპანზეების რეზერვში პრიმატების ცხოვრებას აღწერდა.

კომენტარები