რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა, დაიღუპა ოთხსულიანი ოჯახი

30 სექტემბერს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით სუმის ოლქზე იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხსულიანი ოჯახი. მაშველებმა ნანგრევებში 35 წლის კაცის, მისი 26 წლის ცოლის, მათი 4 და 6 წლის შვილების სხეულები იპოვეს.

შემთხვევა სოფელ ჩერნეტჩინაში, რუსეთის საზღვრიდან 17 კილომეტრში მოხდა.

რუსეთს დაბომბვის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები