სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე შპს გურია ენერჯის დირექტორი, მამუკა ჟღენტი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. დააკავეს, ასევე საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ.-ს წარედგინება ბრალდება.
უწყების ცნობით, დაკავებულების კოპმანია 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა. სამუშაოების პროცესში კი ყალბი დოკუმენტებით დაეუფლნენ 400 000-ზე მეტ ლარს. ჩაბარებული გზა კი ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
"საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის მფლოებლი და დირქტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლოსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ.-ს დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ, 403 095 ლარს. რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით სახელმწიფო ზიანი.
ექსპერტიზის დასკვნით, შპს გურია ენერჯის მიერ სარეაბილიტაციო სამუშოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის, მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტის, და 362-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





