რუსული რეჟიმი

ყაველაშვილი: საზოგადოებას მინდა, ვუთხრა - მყარად იყავით, საქართველო სწორ გზაზე დგას

ქართულ საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.

არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა. ღირებულებებს, რომლებსაც ის შეეხო, ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ. ეს ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, კულტურის დაცვას, საკუთარი ქვეყნების პირველ ადგილზე დაყენებას და ყველას მოუწოდებდა, თავიანთ ქვეყნებს მიხედონ.

ჩვენ ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს. ის ასევე შეეხო ოჯახისა და რწმენის თემას, რომელსაც იცავს ჩვენი ქვეყანა. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ მყარად იყვნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

კომენტარები