25 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა.
ღონისძიებას ევროკავშირისა NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, და ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო მინისტრები ესწრებოდნენ.
Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა.
"[სახელმწიფო] მდივანმა ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას, რათა შენარჩუნდეს მშვიდობა და შენარჩუნდეს კეთილდღეობა." - წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა მავნებლურ ჩინურ გავლენასთან გამკლავების მნიშვნელობას." - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ლიდერობით, აშშ და ევროპა უფრო ძლიერია, ერთიანი და მზადაა გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად."





